რეზონანსი
06.06.2019

 ასპინძაში, სარო–ხიზაბავრის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მძღოლი კი მრავლობითი დაზიანებით ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭეს“ სოფელ საროს რწმუნებულმა დაუდასტურა. შემთხვევა დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. ავარიისას 30 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლს მრავლობითი მოტეხილობა აქვს. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"მიცუბიშის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. როგორც ამბობენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×