რეზონანსი
06.06.2019

 დაახლოებით ერთი თვის წინ, ტელეპროდუსერი მაია სტეფნაძე „იმედის“ აწ უკვე ყოფილმა უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც სტეფნაძე აცხადებდა, იგი სამსახურიდან პანკისის მოსახლეობის მხარდაჭერის გამო გაუშვეს.

მაია სტეფნაძე „იმედში“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან რამდენიმე წლის წინ გადავიდა. ის "გია ჯაჯანიძის სხვა რაკურსის" პროდუსერის პოზიციაზე მუშაობდა. იყო შუადღის გადაცემის ერთ-ერთი თანაწამყვანიც. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროდიუსერი მუშაობას მალე ისევ „რუსთავი 2“-ზე გააგრძელებს. კულუარული ინფორმაციით, შესაძლოა ის ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის პროდუსერის პოსტზე დაბრუნდეს, თუმცა არსებობს სხვა ვერსიებიც. ამბობენ, რომ ის „რუსთავი 2“-ზე სხვა პროექტის პროდუსერი გახდება. 

თავად სტეფნაძე ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ადასტურებს. 

(რეიტინგი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×