რეზონანსი
06.06.2019

 (რეზონანსი) უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით  პოლიტიკური გეგმები არ აქვს. ამის შესახებ მან, ტელეარხ „1+1“ ის დილის შოუში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს პასპორტი უკანონოდ ჩამოართვეს. დაბრუნება კი, უბრლაოდ, ადამიანური მომენტი იყო. 

„გეგმები იყო ძალიან მარტივი, ძალიან ადამიანური - მე ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ვფიქრობ, მას პასპორტი უკანონოდ ჩამოართვეს-მეთქი. ამიტომ ის მას დავუბრუნე. სულ ესაა. მან მომწერა. სოციალურ ქსელებშიც ავრცელებდა ვიდეოებს. გმადლობ, არაფრის. მე თქვენი მადლიერი ვარ. მწერდა „ვათსაფით“. მადლობა რისთვის? მე ჩემი საქმე გავაკეთე, ჩემი დაპირება შევასრულე. მე ბევრი დაპირება არ მაქვს, მაგრამ მსურს, რომ ისინი შევასრულო,“ - განაცხადა  ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×