რეზონანსი
06.06.2019

 (რეზონანსი) არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია და იური სუსლიაკებს ბავშვები დაუბრუნეს. ამ დროისთვის ისინი საგარეჯოდან თბილისში მოემართებიან.

ამის შესახებ "პრაიმტაიმი" წერს.

15:00 საათზე უკრაინის საელჩოში სპეციალური ბრიფინგი გაიმართება და ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.

გამოძიების ინფორმაციით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 11 ბავშვით შევიდა, საქართველოში კი 10 მცირეწლოვნით ჩამოფრინდა.

არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ უკრაინელს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე ბავშვს ინტერპოლით ეძებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×