რეზონანსი
06.06.2019

 (რეზონანსი) ბავშვი, რომელიც ლაგოდეხში ძალადობის მსხვერპლ გოგონას შეეძინა, მამრობითი სქესისაა. ის ლაგოდეხის საავადმყოფოში 30 მაისს დაიბადა. ამჟამად ის, ლაგოდეხში არქიმედეს კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გოგო ამბობს, რომ მისი აღზრდა არ სურს. „არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ბავშვი არ მინდა, მაგათი არაფერი მინდა“, - ამბობს ის.

გოგოს პოზიციას იზიარებს მისი დედაც. „მაგ ბავშვს არ გავზრდით, არ გვინდა“

სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია, არასრულწლოვანის მიერ ბავშვის გაჩენის შესახებ, სწორედ ლაგოდეხის საავადმყოფოდან მიაწოდეს. ამ ეტაპზე გამოძიებას მხოლოდ არასრულწლოვანის ჩვენება აქვს.

საქმის წარმოების ფარგლებში, გამოიკითხება ყველა, ვისაც შესაძლოა, ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ ჰქონოდა, მათ შორის არიან გოგონას პედაგოგები და კლასელები.

გენეტიკური ექსპერტიზის ნიმუშები ლევან სამხარაულის საექსპერტო ეროვნულ ბიუროში დღეს გადაიგზავნება.

გარდა ამისა, გამოძიება მიმართავს სოციალურ სამსახურს ახალშობილი ბავშვის ბედის გადასაწყვეტად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×