რეზონანსი
06.06.2019

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დაიხურა.

საქალაქო სასამართლოში  ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეზე მსჯელობენ. სხდომის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ.

პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც.

პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მისივე განმარტებით, საქმეში ახალი მტკიცებულებები არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×