რეზონანსი
06.06.2019

 (რეზონანსი) სკოლის დირექტორი, სადაც გაუპატიურებული 16 წლის გოგონა სწავლოიბდა, ამბობს, რომ ფაქტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც გოგონას მუცელი ასტკივდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„შეუძლოდ გახდა და სკოლაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოვიძახეთ. ის გადაიყვანეს არა სამშობიაროში, არამედ, არქიმედეს კლინიკაში. მოგვიანებით გავიგეთ, რომ თურმე ორსულად იყო. ძალიან კარგი გოგონაა, სწავლობდა, სკოლა არ გაუცდენია და არც არაფერი მოუყოლია ვინმესთან. თუ მას სურვილი ექნება, რომ მომავალ წელს სკოლაში იაროს, მივცემთ ამის შესაძლებლობას“- აცხადებს ტაბატაძე.

მისივე ინფორმაციით, საქმეში სოციალური სამსახურია ჩართული და რას გადაწყვეტს უწყება, მისთვის უცნობია.

ფაქტის შესახებ დირექტორს ოჯახთან არ უსაუბრია, თუმცა, მოგვიანებით აპირებს, რომ მათთან ამ საკითხზე ისაუბროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×