(რეზონასნი) ლაგოდეხში 16 წლის გოგონას ოჯახი, რომელიც 40 წლის მამაკაცს მოზარდის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, მოძალადის დასჯას ითხოვს, თუ არა და ისინი საკუთარი ძალებით აპირებენ ანგარიშწორებას. გოგონამ მოძალადისგან ბავშვი გააჩინა, თუმცა მისი ოჯახის წევრები ახალშობილზე უარს ამბობენ, რის გამოც ის საავადმყოფოში დატოვეს.
არასრულწლოვნის ოჯახის ვერსიას იზიარებენ თანასოფლელებიც. მათი ინფორმაციით, მამაკაცი ხშირად ნასვამი იყო.
ბრალდებული კაცი მომხდარს უარყოფს და აცხადებს, რომ 16 წლის გოგონას ოჯახი 10 ათას ლარს სთოვხდა, უარის შემთხვევაში კი ჩივილით დაემუქრა.
"მეზობლები ვართ, სულ პატაროაბიდან მოდიოდა და აქ რჩებოდა ხოლმე. არ მახსოვს. რომელ დღეზე ლაპარაკობს. ოჯახმა კი მითხრა, თუ გინდა, შენ არ დაგაბრალოთ, 10 ათასი ლარი მოგვეციო. მზად ვარ პოლციაში ვიარო, მზად ვარ დამიჭირონ და იმისთვისაც მზად ვარ, ამ ბავშვზე ვიზრუნო, თუ ჩემი შვილია", - აცხადებს ბრალდებული მამაკაცი.
40 წლის კაცი ასევე ურყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან დაზარალებული გოგონას ოჯახს, გაჩუმების სანაცვლოდ, მოზარდი გოგონას საკუთარ 14 წლის ვაჟზე დაქორწინება შესთავაზა.