რეზონანსი
06.06.2019

 (რეზონანსი) ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია 3 ადამიანი. ცნობილია, რომ ვერტმფრენი კომპანია "ავიატორ პლიუსის" ეკუთვნოდა, ერთ-ერთი დაღუპული კი სავარაუდოდ, მფრინავია. როგორც "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში" "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, ვერტმფრენი დაუსახლებელ პუნქტში ჩამოვარდა, გარდაცვლილი ადამიანების ზუსტი რიცხვი კი ამ დრომდე უცნობია. ამ ეტაპზე დგინდება მათი ვინაობა. სავარაუდოდ, არიან დაშავებულებიც.

შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ, დაბა სტეფანწმინდის სესასვლელში მოხდა. ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცავები და შესაბამისი სამსახურები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ზაგაშვილის განმარტებით, გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე დაუდგენელია.

"სავარაუდოდ სამი გარდაცვლილია, სავარაუდოდ ტურისტები. თვითმხილველები არ არიან, ადგენენ ვინაობებს,"-აცხადებს ალექსანდრე ზაგაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×