რეზონანსი
06.06.2019

 (რეზონანსი) სტიქიის გამო, შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა, ამ დრომდე, ჩაკეტილია, 8 სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია. შატილში იმყოფებიან ტურისტები, რომლებმაც გზის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს.

ტურისტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ძლიერი ნალექის შედეგად, შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ჩაიკეტა. ადიდებული მდინარე გუროსხევიდან ჩამოტანილმა მყარმა მასალამ გზა 80 მეტრზე დააზიანა.

ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები სტიქიიდან რამდენიმე საათში დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×