რეზონანსი
06.06.2019

 ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან ვიდეოინტერვიუ ჩაწერა. მისი ერთ-ერთი კითხვა ასე ჟღერდა: "ისევ არის იმის საშიშროება, რომ ჰალსტუხის ღეჭვას დაიწყებთ?"

სააკაშვილმა მას ღიმილით უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს დიდი ხნის წინ იყო:

“არა, დიდი ხნის წინ შევჭამე. სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც ჩემი ოფიციალური ფუნქციები აღარ მაქვს, ჰალსტუხს აღარ  ვატარებ. ბევრს უთქვამს ჩემთვის: სერიოზულ ღონისძიებაზე გარშემო ყველას პიჯაკი აცვია და თქვენ ვარდისფერი პერანგი. დიახ, ეს ვიღაცისთვის შოკისმომგვრელია”, - აცხადებს სააკაშვილი.

2017 წელს, უკრაინული ტელეარხ News one-ის ეთერში რადას დეპუტატი ვადიმ რაბინოვიჩი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც რაბინოვიჩმა სააკაშვილს ჰალსტუხი მიუტანა და უთხრა, რომ შეეჭამა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×