რეზონანსი
05.06.2019

 (რეზონანსი) შიდა ქართლში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად USAID-ი პროექტ „ზრდა საქართვლოში", რომელიც რეგიონში წლებია ოპერირებს, ახალ, 1 მლნ. დოლარის ღირებულების პროექტს იწყებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით „მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ძლიერი სეტყვის შედეგად, შიდა ქართლში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა. მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების დაზიანებული ფართობი 10 000 ჰექტრამდეა. მემორანდუმს ხელს აწერენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, USAID-ის პროექტს „ზრდა საქართვლოში" წარმომადგენელი და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი.

25 მაისს, შიდა ქართლში მოსული ძლიერი სექტყვისა და ნალექის შედეგად რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. მოსახლეობამ დახმარების მოთხოვნით საპროექტო აქცია რამდენჯერმე გამართა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×