რეზონანსი
05.06.2019

 (რეზონანსი) თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე მალხაზ მეზვრიშვილი 4 თვეა ავტომობილში ცხოვრობს და ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება.

მოქალაქის თქმით, მას თურქი სამართალდამცავები ფეთულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან (FETO) კავშირს ედავებიან, სასამართლო პროცესი კი ამ დრომდე არ გამართულა.

მალხაზ მეზვრიშვილის განცხადებით, 16 თებერვალს სარფიდან ავტომანქანით გაემგზავრა ქალაქ სტამბოლში, სადაც 2 კვირა დაჰყო, პოლიციამ მას საქართველოს საზღვართან ახლოს, ქალაქ ბორჩხასთან გააჩერა და ავტომობილში 1-დოლარიანი უპოვა, რის შემდეგაც დააკავა.

“1 დოლარი ნახეს მანქანაზე და მთელი ღამე კაპეზეზე [წინასწარი დაკავების იზოლატორში] ვყავდი, მეორე დღეს სასამართლო მქონდა და ტელეფონი წაიღეს ექსპერტიზაზე, მე გაუსვლელობა მომცეს”, - განაცხადა მეზვრიშვილმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×