რეზონანსი
05.06.2019

 (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლომ მუქარის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ზაზა სვანაძე გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ დააკამყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც სწორედ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

ზაზა სვანაძის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

იგი 20 აპრილს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ, პროკურატურას მიმართა. ზაზა სვანაძემ ფეისბუქზე პოსტი დაწერა, რომლითაც ჯღარკავას შვილს “ყელის გამოღადრით” დაემუქრა. როგორც ჯღარკავა ამბობს, პოსტის სქრინები პროკურატურას წარუდგინა.

ზაზა სვანაძის მიმართ გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×