რეზონანსი
05.06.2019

 (რეზონანსი) ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა სასამართლოსგან მისი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს.

არსებული ინფორმაციით, ადვოკატს აქვს სამხარულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელშიც წერია, რომ  10 ბავშვიდან ოთხი იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია, ექვსი კი – იური სუსლიაკის.

„ეს არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ სუსლიაკს ბავშვები ნაყიდი კი არ ჰყავს, ბიოლოგიურად ჰყავს გაჩენილი. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო ათივე ბავშვს ჰყავს ერთი ბიოლოგიური მამა. ეს ბავშვები ბიოლოგიური და-ძმანი არიან მამის ხაზით„- აცხადებს ადვოკატი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ათი უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს, იულია სუსლიაკს წინასწარი, 55-დღიანი პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა. იულია სუსლიაკს ბრალი წაყენებული აქვს არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგის) მუხლით. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს რომ ბავშვები მისი შვილები არიან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×