რეზონანსი
05.06.2019

 ქობულეთის მერმა რამდენიმე წუთის წინ სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მერია მის მიმართ მხოლოდ დისციპლინარული სასჯელის გამოეყენებას გეგმავდა, თუმცა სულიკო ბლადაძემ თავად შესთავაზა სამსახურიდან წასვლა, რის შემდეგაც მერიამ მას ხელშეკრულება დროებით შეუწყვიტა.

“მის მიერ იქნა შემოთავაზებული ინიციატივა, რომ დატოვებდა “სანდასუფთავების” სამსახურის დირექტორის პოზიციას. ეს მოსაზრება გუნდმა გაიზიარა. გადაწყვეტილება მხარეთა შეთანხმებით მოხდა. სულიკო ბლადაძე დროებით გათავისუფლდა. შესაბამისად შიდა აუდიტის სამსახური მუშაობს ორგანიზაციაში, მალე იქნება დასკვნა. 

სამსაურიდან ვათავისუფლებ სანდასუფთავების სამსახურის” უფროსს, ოღონდ არა ნეპოტიზმის ან სავარაუდოდ, ფიქტიური დასაქმებულების, არამედ ჟურნალისტებთან არაკორექტულად ურთიერთობის გამო,” – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

ქობულეთის სანდასუფთავებაში 15-მდე ადამიანის სავარაუდო ფიქტიურ დასაქმებასთან დაკავშირებით სიუჟეტი გუშინ “ტვ25”-საინფორმაციო სამსახურმა მოამზადა. სიუჟეტში გამოყენებული კომენტარების მიხედვით სამსახურში მისვლის გარეშე აიპებში დაქამებულ თანამშრომელთა ნაწილს ისე ერიცხება ხელფასი, რომ ისინი სამსახურში არ ცხადდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×