რეზონანსი
05.06.2019

 (რეზონანსი) ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მასშტაბური სროლის ხმა ისმის. ადგილობრივი მცხოვრები, გიორგი კასრაძე იუწყება, რომ ე.წ. ძარწემის პოლიგონზე რუსეთის საჯარისო ნაწილები მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ისვრიან და ხმა იმდენად ძლიერია, რომ ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფლებშიც ისმის. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე წვრთნები ადგილობრივ მოსახლეობას აშინებს. 

სოფელი ერაგნეთი უკუპირებულ ცხინვალიდან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×