რეზონანსი
05.06.2019

 (რეზონანსი) მსახიობმა მურმან ჯინორიამ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ სორტაში, რომელიც მისი მშობლიური სოფელია, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია საკუთარი ხელით და სახსრებით ააშენა. ეკლესიის ასაშენებლად მსახიობს 7 წელი დაჭირდა.

ინფორმაცია მომღერალმა ლაშა ღლონტმა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გუშინ გაავრცელა. 

„ბატონი მურმან ჯინორიას მიერ საკუთარი ხელით აშენებული ეკლესია სამეგრელოში, მშოლიურ სოფელში, ულამაზეს სორტაში. საკუთარი შრომით და მწირი ჰონორარებით მთელი ცხოვრება აშენებდა და მხოლოდ ახლახანს დაასრულა. დღეს იქ უკვე წირვა აღევლინება. შეუწიროს უფალმა ეს უკელთილშობილესი საქმე ჩვენს გენიალურ ხელოვანს“, - წერს ლაშა ღლონტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×