რეზონანსი
05.06.2019

 (რეზონანსი) წყალტუბოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ  გარდაცვლილი გოგონას ახლობლები თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ. ერთ-ერთი მიზეზით გოგონა ბულინგის მსხვერპლი იყო. თვითმკლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ის ამის შესახებ მეგობარს ესაუბრა, უთხრა, რომ შეყვარებულის მეგობრების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო.

„გარდაცვლილი ბიჭის მეგობრებმა სოციალურ ქსელში „ჩატი“ გააკეთეს, რათა მეგობრის საფლავზე გასვლის თარიღების შესახებ ინფორმაცია გაეცვალათ. ავარიაში დაღუპული ბიჭის სოციალური ქსელით გოგონაც სარგებლობდა და მან შეყვარებულის მეგობრების მიმოწერა წაიკითხა, სადაც მასზე ქილიკობდნენ და წერდნენ, რომ გოგონა 26 წლის დაღუპულ ბიჭს აღარ გლოვობდა და სარკაზმით წერდა ერთ-ერთი - მეშინია თავი არ მოიკლას დარდითო“ - განაცხადა გოგონას მეგობარმა "პრაიმტაიმთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×