რეზონანსი
05.06.2019

 (რეზონანსი) დღეს ყველა ოჯახმა გაიმარჯვა ვისაც სიმართლე სწყუროდა, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მიხეილ კალანდიას დაკავებას და მისი უფლებების დამცველებს მადლობას უხდის.

„იშვიათი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში!!!! რომელმაც თავად გადაწყვიტა დამდგარიყო სასტიკად დამამძიმებელ გარემოებაში მოკლული ბავშვის დასაცავად და არ შეუშინდა არანაირ დაბრკოლებას.

იცოდა, რომ სისტემას დაუპირისპირდებოდა და ურთულესი გზის გავლა აირჩია უშიშრად და შეუპოვრად.

ნესტან ლონდარიძე - ადამიანი რიმელმაც თავისი სათქმელი უთხრა ყველა უწყებას და დაანახა, რომ სიმართლის გზით სიარული ეს უკვე გამარჯვებაა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ალეკო ცქიტიშვილი!!!!

ადამიანი,რომელსაც რამოდენიმე წლის წინ შვილი დაეღუპა თბილისის ზღვაზე. შვილ მკვდარი მამა!!!

ქალბატონო ნესტან და ბატონო ალეკო!!!

მადლობა ამ დაუღალავი ბრძოლისთვის თქვენ და თქვენს გუნდს, რომლებიც არ შეუშინდით არანაირ წინააღმდეგობას და ვერავინ და ვერაფერმა ვერ მოახდინა გავლენა თქვენზე და თქვენ ორგანიზაციაზე.

დღეს თქვენ გაიმარჯვეთ!!!!!

დღეს ყველა ოჯახმა გაიმარჯვა ვისაც სიმართლე სწყუროდა!!!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ სიმართლის გზაზე,“- წერს სარალიძე. 

ამასთან, ორივე მათგანს შეეცვალა სასჯელის ზომა და 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×