რეზონანსი
05.06.2019

 (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ზაფხულის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. წელს ცხელი ზაფხული იქნება. ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლოა 40 გრადუსსაც მიაღწიოს.

„საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, 2019 წლების ზაფხულის პერიოდში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მის შიდა რაიონებზე და კავკასიის რეგიონზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. 

ამის გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი, ნალექების რაოდენობა კი ნორმაზე მეტი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×