რეზონანსი
05.06.2019

 (რეზონანსი) დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის დასაწყისში წყლის მილი დაზიანდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანებული მილიდან წყალი ძლიერი ჭავლით დაახლოებით ერთის აათის განმავლობაში მოედინებოდა,

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ ინფორმაციით დაზიანებულია წყალსადენის განშტოება. დაზიანების აღსადგენად ადგილზე მუშაობს კომპანიის ტექნიკური ჯგუფი. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები დაახლოებით 4-5 საათში დასრულდება, მოსახლეობას კი წყლის მიწოდება არ შეეზღუდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×