(რეზონანსი) გაგარინის მოედანთან, მგალობლიშვილის ქუჩაზე, ორშაბათს, გამთენიისას გზა ჩაინგრა და ორი მანქანა ჩაიტანა. ჩანგრევის შედეგად დაზიანდა წლის მილები, რამაც მიმდებარე კორპუსებისა და კომერციული ფართების დატბორვა გამოიწვია.
მომხდარზე რეაგირება მალევე მოახდინეს შესაბამისმა სამსახურებმა, თუმცა დღეს დილით მილი კვლავ გასკდა და პეკინის ქუჩის ნაწილი კვლავ დაიტბორა.
როგორც შემთხვევის ადგილზე განაცხადეს, ამ დროსთვის მიმდინარეობს გუშინ დაგებული გზის აყრა, რათა გახეთქილი მილი კვლავ შეიცვალოს.
ადგილზე მომუშავეების განცხადებით, განმეორებითი დატბორვა გამოიწვია მილმა, რომელმაც წყლის ჭავლის სიმძლავრეს ვერ გაუძლო.
როგორც ადგილზე მყოფი მერიის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან აცხადებს, მილის შეცვლისა და ასფალტის დაგების სამუშაოებს კომპანია “ჯივიპი” ახორციელებდა.