რეზონანსი
05.06.2019

გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებს პრეტენზიები სამედიცინო პერსონალთან აქვთ და მათ უყურადღებობაზე საუბრობენ. მათი თქმით, გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე პაციენტი საავადმყოფოდან მაღაზიაში იყო გასული. 

"ფეხი სტკიოდა, ეტყობა იბანავა, ეგ იყო მაგის ავადმყოფობა. არაფერი მაგას არ სტკიებია, შემოვიდა და მკვდარი გაგვატანეს აქედან. ექიმი არ გამოვიდა, ექიმი! არაფერი ცნობა არ მისცეს რა დიაგნოზი იყო. მკვდარი გაგვატანეს ობლობაში გაზრდილი ბიჭი", - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

31 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები მედპერსონალისგან გარდაცვალების ზუსტი მიზეზის გამოაშკარავებას ითხოვენ და მათ უყურადღებობაში ადანაშაულებენ. 

"ოთხის ნახევარი იყო ველაპარაკე მშვენივრად იყო, მოვედი, ხუთი იყო და დაღუპული იყო. იყო უყურადღებობა, სხვა არაფერი", - აცხადებს, გარდაცვლილის და, თამარ ჯაოშვილი.

თავად კლინიკის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მათ ყველა საჭირო პროცედურა ჩაატარეს პაციენტის გადასარჩენად.  

"პაციენტმა ინტენსიური ბლოკის პალატაში უეცრად დაკარგა გონება, იმავე წუთს გამოწვეული იქნა რეანიმაციული ბრიგადა, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო", - აცხადებს "კურიერთან" ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ჯავახიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×