რეზონანსი
04.06.2019

 (რეზონანსი) გორის სამხედრო ჰოსპიტალში ლევან ჯიოშვილის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ.

31 წლის მამაკაცი ჰოსპიტალში რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.

ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უტარდება.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მათთვის უცნობია, რა გახდა უცაბედი სიკვდილის მიზეზი. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი გორის ჰოსპიტალში ორი დღის წინ საკუთარი ფეხით მივიდა და ის სტაციონარში დატოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×