რეზონანსი
04.06.2019

 (რეზონანსი) არასამთავრობო ორგანიზაციის, ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ჰერალდიკის საბჭო, რომლის ფუნქცია "სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციაა" წელიწადში 423 ათასი ლარით ფინანსდება

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ "საეჭვო დანიშნულების" საბჭოში 2008-2018 წლებში 4.7 მილიონი წავიდა.

"ჰერალდიკის საბჭო ძირითადად საქართველოს მუნიციპალიტეტებში გამოფენების მოწყობით არის დაკავებული და ხანდახან ჯილდოებსაც გასცემენ ჰერალდიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. წელს ეს საპატიო ჯილდო ქართული ოცნების დეპუტატებმა, ვანო ზარდიაშვილმა და დავით მათიკაშვილმა მიიღეს",- წერს ფლანგვის დეტექტორი.მათივე ცნობით, საბჭოს youtube-გვერდს 4 გამომწერი ჰყავს, ვიდეოებს კი საშუალოდ 11 ნახვა აქვს.

ტაბულა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×