(რეზონანსი) „წელიწადნახევრის განმავლობაში პირველად მაქვს განცდა, რომ ჭეშმარიტება დავადგინე" - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე სასტიკად მოკული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია „პირველის" გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა.
„მე არ მგონია ან პროკურატურას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ან ხელისუფლებას აწყობდეს ასეთი პროკურორების იმ საგამოძიებო უწყებებში მუშაობა, რომლებიც პირდაპირ მკვლელობაში ეჭვმიტანილ ადამიანს უწევდნენ ადვოკატირებას და დღეს ბრალდებულად წარმოგვიდგინეს. სანამ სამართლომ ორჯერ არ უთხრა, რომ მკვლელი, თანამონაწილე გარეთ არის, მანამდე არ გაანძრიეს ხელი და ასე არ შეიძლება. ჩემს წინააღმდეგ ხელისუფლებამ დიდი შეცდომები დაუშვა. წელიწადნახევრის განმავლობაში პირველად მაქვს სიხარულის განცდა, რომ როგორც იქნა მე ჭეშმარიტება დავადგინე, საზოგადოებასთან ერთად" - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ, დღეს შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდიას დააკავა, რასაც უკვე 17 თვეა მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის პალატის გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის განხრაზ მკვლელობა ჩაიდინა გ. ჯ.-მ, ჯგუფურად, პალატამ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა