(რეზონანსი) უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე არ უნახავს.
ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური, ბრიუსელში, საიდუმლოდ ჩავიდა და იმ სასტუმროში მივიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტია გაჩერებული.
„არა, თქვენი პრემიერი არ მინახავს. რაც შეეხება სააკაშვილს, ის უკრაინაშია," - განაცხადა ვალადიმერ ზელენსკიმ "რუსთავი 2"-თან საუბარში.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბახტაძის კორტეჟი სასტუმროს შენობაში უკანა შესასვლელიდან შევიდა. როგორც წესი, ყველა ვიზიტის შემთხვევაში, პრემიერმინისტრის აპარატი მედიას, სულ მცირე, რამდენიმე დღით ადრე აფრთხილებს ხოლმე.
მამუკა ბახტაძისგან განსხვავებით ვლადიმერ ზელენსკი სასტუმროს შენობაში წინა შესასვლელიდან შევიდა.
ნიუპოსტი