(რეზონანსი) აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა, მიხეილ დვალიშვილი ფეისბუქზე ემოციურ მიმართვას აქვეყნებს:
"ყველაზე მაგარი კაცი მყავხარ. მამა, ჩემი ანგელოზი, ჩემი საერთოდ ყველაფერი ხარ, მენატრები. ყოველთვის ჩემი ცხოვრების გზა იქნები. კიდევ შენით ვარსებობთ, ვინც აქ დაგვტოვე, მამას დიდო ტკივილო" - წერს მიხეილ დვალიშვილი.
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი გარდაცვლილი იპოვნეს, მკვლელობაში ჩვილის დედაა ბრალდებული.
გამოძიების მასალების მიხედვით, რომელშიც არასრულწლოვანი დედის ჩვენება დევს, დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ბავშვის მამაზე შურისძიება სახელდება.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.