რეზონანსი
04.06.2019

 (რეზონანსი) "მე ვიყავი ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი, მაგრამ "ნაციონალებმა" მაიძულეს,¬ პოლიტიკურად აქტიური გავმხდარიყავი", - ამის შესახებ გაცხადებას მომღერალი ნინი ქარსელაძე აკეთებს.

"წლების განმავლობაში ჩემი საყვარელი ადამიანებისგან ზემოდან მიღებული დირექტივების გამო წითელი ხაზი მქონდა გადასმული და ვერც ერთ კონცერტში ვერ ვმღეროდი, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი იყო ხელისუფლებისადმი¬ ოპოზიციურად განწყობილი. ბევრჯერ დამწყვეტია გული და ამიტომაც მომიხდა ჩემი შეხედულებების დაფიქსირება, თუმცა პოლიტიკაში ამაზე მეტის გაკეთებას არ ვაპირებ. საკმარისად გავილანძღე საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გული მწყდება და განვიცდი, მაგრამ რას ვიზამთ, ენას ძვალი არა აქვს. სამწუხაროდ, ადამიანებს ყველაფრის თქმის უფლება და საშუალება მისცა სოც¬ქსელმა, ამისგან ვერავინ დავიცავთ თავს", - აცხადებს მომღერალი "კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×