რეზონანსი
04.06.2019

 (რეზონანსი) ბიჭი უდანაშაულოა. უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა ამ ბრალდებით, როგორ უნდა, ამას ვნახავთ - აცხადებს მიხეილ კალანდიას ძმა ლუკა კალანდია.

მისი თქმით, რომ მის ძმას დანა საერთოდ არ ჭერია.

„ბიჭი უდანაშაულოა. უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა ამ ბრალდებით, როგორ უნდა, ამას ვნახავთ. ეს ქვეყანა ჩალით არ არის დახურული. ზაზა სარალიძეს მოვკითხოთ, რომელმაც, ასევე ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ კალანდია ალბათ უდანაშაულოა", - ამბობს „ტვ პირველთან" ლუკა კალანდია.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით მიხეილ კალანდია დააკავა.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა.

კალანდიას დაკავებას წინ უძღოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმად, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×