რეზონანსი
04.06.2019

  რუსთავის მერის სააგარაკო სახლი გაქურდეს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მოხდა.

ადგილობრივების ცნობით, სახლიდან წაღებულია ხელის ტრაქტორი, ღვინო და სხვა საოჯახო და სამეურნეო დანიშნულების ნივთები.

მოსახლეობის ცნობით, ირაკლი ტაბაღუას ოჯახმა სახლის გაქურდვის შესახებ სამი დღის წინ გაიგო, თუმცა უცნობია, თავად ქურდობის ფაქტი როდის მოხდა. რუსთავის მერი და მისი ოჯახი თორტიზაში მდებარე სახლში მხოლოდ ზაფხულობით ჩადიან.

ადგილობრივების ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა მათი ინფორმაციით, გამოძიება დამნაშავის კვალზე ჯერ არ გასულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×