რეზონანსი
04.06.2019

 პრეზიდენტის პოზიციაა, რომ მთავარია, სამართლიანობა აღდგეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ კითხვას უპასუხა.

„საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ყველაზე მთავარი და ერთადერთი არის ის, რომ აღდგეს სამართლიანობის განცდა, ჰქონდეთ ოჯახებს ყველა კითხვაზე პასუხი და მათ არ ჰქონდეთ არც ერთი შეკითხვა უსამართლობასთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი და ნუ გავასწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ პროცესებს. მთავარია, რომ სამართლიანობა აღდგეს - ეს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაა", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×