
დღეს, 123-საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ელენე გვარჯალაძე ტრაგიკულად დაიღუპა. გოგონა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა.
შვილის დაღუპვის ფაქტს სოციალურ ქსელში მამა, გიორგი გვარჯალაძე ეხმიანება.
„ლენო, მა, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია... მიყვარხარ ... წუხელ ღამე აივნიდან გადაფრინდა ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ლამაზი შხვართალა ლენო...", - წერს გიორგი გვარჯალაძე.
ელენე ცნობილი ჟურნალისტის ლულუ კახიანის შვილია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.