რეზონანსი
04.06.2019

 ცნობილი გახდა წუხელ მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ვინაობა. ის ცნობილი ჟურნალისტის ლულუ კახიანის შვილი, ელენე გვარჯალაძეა. 

123-საჯარო სკოლის დირექტორი, მე-9 კლასის მოსწავლის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ეხმიანება.

დირექტორის განცახდებით, ფაქტის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გაიგეს. „წარმოუდგენელი რამ მოხდა. გამორჩეული გოგო იყო გარეგნობით, გონებრივად... ჰქონდა სურვილები, წარმატებების მიღწევაზე ფიქრობდა, ძალიან ინტელექტუალური და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი იყო“,- ამბობს დირექტორი.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×