რეზონანსი
04.06.2019

 თბილისში, მე-9 კლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. გოგონა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

როგორც სკოლის დირექტორი თამარ ლოსაბერიძე აცხადებს, მომხდარის შესახებ სკოლამ დღეს დილით გაიგო ერთ-ერთი მოსწავლისგან. შემთხვევა კი გუშინ გვიან ღამით, მოზარდის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

"ჩვენთვის არ იყო ცნობილი არაფერი, დილით გავიგეთ ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ. განსაკუთრებული ბავშვი იყო, თავისი ასაკის ბავშვებს უსწრებდა განვითარებით, აზროვნებით. იყოდი მე-9 კლასელი კი არა, მე-12 კლასელიაო. გარეგნობაც უწყობდა ხელს, სამოდელო სტუდიაშიც დადიოდა", - აცხადებს "პალიტრანიუსთან" თამარ ლოსაბერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×