სიღნაღის რაიონის, სოფელ ბოდბისხევში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ცნობილია. მოკლული მამაკაცი 36 წლის ბექა ჭაბაშვილია, რომელიც მეზობლებთან ერთად დაბადების დღეზე იმყოფებოდა. კონფლიქტი კი, სუფრიდან წამოსვლის შემდეგ დაიწყო.
„თავი ქვით ისე აქვს დაზიანებული, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. არ ვიცი რაზე მოუვიდათ ჩხუბი, მაგრამ მათ საერთო ფერმა ჰქონდათ. როგორც თქვეს, ცემის დროს ბექას გონება დაუკარგავს. პაატას კი მეზობლისთვის დაუძახია და უთქვამს, ნაცემია, უბანში აგდია და მიხედეთო", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. დაზარალებული წნორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ბრალდებული პოლიციას თვითონ ჩაბარდა.