რეზონანსი
03.06.2019

 (რეზონანსი) დღეიდან, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის ახალი საჯარიმო სანქციები ამოქმედდა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სამარშრუტო ტრანსპორტისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში ე.წ BUS LANE-ზე სხვა ტრანსპორტის მოძრაობა, გაჩერება ან დგომა 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება იმ შემთხვევაშიც, თუ ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე იმოძრავებს ან გააჩერებს ავტოსატრანსპორტო საშუალებას. ამ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია 50 ლარით არის განსაზღვრული.

კანონის მიხედვით, სამართალდარღვევის ჩადენისას გაჩერებული ან მდგომი სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას ექვემდებარება.

(ბიზნეს მედია)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×