რეზონანსი
03.06.2019

 (რეზონანსი) ბათუმის სანაპიროზე მკვდარი დელფინი იპოვეს. რა გახდა დელფინის სიკვდილის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

გახრწნილი ძუძუმწოვარი ზღვამ სასტუმრო "შერატონის" მიმდებარე სანაპიროზე გამორიყა.

ასოციაცია "ფლორა და ფაუნას" გამგეობის თავმჯდომარის არჩილ გუჩმანიძეს განმარტებით, მიმდინარე სეზონზე, ეს უკვე 61-ე შემთხვევაა. სპეციალისტის განმარტებით, მკვდარი დელფინების გამორიყვების 90%-ზე მეტი ტოქსიკო-პათოლოგიურ ფაქტორს უკავშირდება. არჩილ გუჩმანიძე ყოველწლიურად მსგავსი ფაქტების საგანგაშოდ მზარდ სტატისტიკასა და კვლევის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×