რეზონანსი
03.06.2019

 (რეზონანსი) ქუთაისში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა კრიტიკულია.

მკურნალმა ექიმმა, ლევან ჭელიძემ განუცხადა, რომ 52 წლის პაციენტს ტრავმული შოკი და მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილ იქნა 52 წლის მამაკაცი. სიმაღლეზე ვარდნის შედეგად მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიღებული. პაციენტს ტრავმული შოკი აქვს და იმყოფება მართვით სუნთქვაზე", - აცხადებს ექიმი ლევან ჭელიძე.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×