(რეზონანსი) 82 წლის მასწავლებლის გარყვნილი საუბარი 13 წლის მოზარდთან. შემთხვევა დედოფლისწყაროს ერთ-ერთი სოფლის სკოლაში მოხდა.
82 წლის მასწავლებელი 13 წლის მოსწავლეს, რომელიც ბებია-პაპასთნ იზრდებოდა, საკუთარ სასიყვარულო ისტორიებს უყვებოდა და მისგანაც იგივეს ითხოვდა.
ამის გარდა, ის მოსწავლეს ფულს აძლევდა მფარველობას პირდებოდა.
მის მიმართ განხორციელებული ქმედების შესახებ მოსწავლემ კლასის დამრიგებელს უამბო და მოძალადე მასწავლებელთან დიალოგი ტელეფონით ჩაიწერა.
ფაქტის გახმოვანების შემდეგ, პედაგოგი სკოლიდან დაითხოვეს. ამოკითხულია, როგორც არასრულწლოვანი, ასევე სკოლის პედაგოგები.
მოზარდი დედოფლისწყაროდან თბილისში დედასთან დააბრუნეს. ოჯახის გადაწყვეტილებით, ის სხვა სკოლაში ივლის.
პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე გარყვნილი ქმედების მუხლით აღძრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. ასევე, ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს", - აღნიშნული შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.