რეზონანსი
03.06.2019

 (რეზონანსი) უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა დონბასის საკითხების მოგვარების საკონტაქტო ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშნა.

ზელენსკის თქმით, მის ადმინისტრაციას დონბასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები და ახალი გადაწყვეტილებები აქვს, რასაც მინსკის უახლოეს შეხვედრაზე, 5 ივნისს წარადგენენ.

კუჩმა ამ თანამდებობაზე 4 წლის განმავლობაში მანამდეც მუშაობდა. გადადგომა მან დაღლილობით ახსნა, ვინაიდან მოლაპარაკებებს პროგრესი არ მოჰქონდა.

უკრაინის მეორე პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა ქვეყანას ორი ვადით 1994-2005 წლებში მართავდა.

მისი პრეზიდენტობის დროს, 2000 წელს გაიტაცეს და მოკლეს ქართული წარმოშობის ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე. კუჩმა მაშინ მკვლელობის შემკვეთებს შორის დასახელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×