რეზონანსი
03.06.2019

 (რეზონანსი) ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ შეცვალა ნანა კოსტავამ გადაწყვეტილება საკრებულოს დატოვებასთან დაკავშირებით.

ნიკოლოზ ლატარიას თქმით, კოსტავას ამ გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა ფრაქცია „კონსერვატორები-ქართული ოცნება" მან დატოვოს.

„მე ქალბატონ ნანასთან საუბარი აღარ მქონია, არ ვიცი რატომ შეიცვალა პოზიცია. მე მასთან ფრაქციაში ყოფნას აღარ ვაპირებ. ან ის დატოვებს ფრაქციას, ან მე" , - განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

ქუთაისის საკრებულოს წევრს, ნანა კოსტავას ასევე ემიჯნება მმართველი პარტია.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ დღეს განაცხადა, რომ მანდატის დატოვებას აღარ აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×