რეზონანსი
03.06.2019

 (რეზონანსი) საბურთალოზე, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის დაზიანებამ მოსახლეობას სერიოზული ზიანი მიაყენა.

დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, ჩავარდა საავტომობილო გზა და დაიმტვრა ავტომობილები, დაზიანდა პირველ სართულებზე მდებარე კომერციული ობიექტებიც.

ადგილობრივების თქმით, დილით ძლიერი აფეთქების მსგავსი ხმა გაიგონეს, გარეთ გამოსვლის შემდეგ კი დატბორილი ქუჩა დახვდათ.

„მანქანა მთლიანად ჩაძირული იყო, გადასაგდებია. პარკინგზე იყო გაჩერებული. პარკინგის ადგილზე, სადაც ორმო არის ახლა და ორ მანქანასთან ერთად ჩატანილი იყო ბოლომდე, მიწამ ჩაიტანა ბოლომდე და ჩაიტანა წყალში", - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×