რეზონანსი
03.06.2019

 (რეზონანსი) ქუთაისის საკრებულოს წევრს, ნანა კოსტავას მართველი პარტია ემიჯნება. ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების" წევრების თქმით, ნანა კოსტავამ მანდატი უნდა დატოვოს.

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ეს არის ტრაგედია. მე ერთმნიშვნელოვნად არ ვიზიარებ იმ გამონათქვამებს და პოზიციას, რომელიც ნანა კოსტავამ გამოხატა. ამავდროულად, არ ვაპირებ ამ ტრაგედიის გამოყენებას და პოლიტიკური მანიპულაციით რაიმე სახის ბენეფიტის მიღებას. ეს ჩემთვის მიუღებელია. რაც შეეხება ქმედებას რომელსაც საზოგადოება მოითხოვდა, გენდერულმა საბჭომ, თავისი მანდატიდან გამომდინარე ნათლად უპასუხა პოლიტიკურ პროცესს",- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ განაცხადა, რომ მანდატის დატოვებას აღარ აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×