რეზონანსი
03.06.2019

 (რეზონანსი) სააპელაციო სასამართლო, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის განაჩენს დღეს გამოაცხადებს.

სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ, მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა. სასამართლოში იმყოფებიან ზაზა სარალიძის ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი სპეციალური მაისურებით იმყოფებიან- წარწერით - აღასრულე სამართალი!

ბრალდების მხარე, რომელიც მოსარჩელეა ითხოვს, დადასტურეს ორივე მსჯავრდებულის დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორი თორნიკე ნადირაძე იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო დღეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას შეცვლის და გ.ბ-ს დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×