(რეზონანსი) სკეპტიკურად ვუყურებ მიხეილ სააკაშვილის პოლ¬იტიკურ პერსპექტივას უკრაინაში. ზელენსკის გუნდში ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილს შეუძლია ძალიან რთული მოკავშირე იყოს, ის შენელებული მოქმედების ნაღმივითაა, შეუძლია ხვალ სახიფათო მოწინააღმდეგედ მოგევლინოს, - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვიაჩესლავ¬ ფესენკომ განაცხადა.
პოლიტოლოგის შეფასებით, გამომდინარე იქედან, რომ მკვეთრად გაიზარდა ზელენსკის¬ გუნდის რეიტინგი, სააკაშვილის პარტიას რადაში მოხვედრის შანსი არ აქვს.
„ახლა ვითარება სხვაგვარია. იბრძო¬ლოს ზელენსკის წინააღმდეგ? მაგრამ ზელენსკიმ მას მოქალაქეობა დაუბრუნა. მაშ, ვიღას ებრძოლოს? სკეპტიკურად ვუყურებ მის პოლიტიკურ პერსპექტივას. ამასთან, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, მას არ შეუძლია საპარლამე¬ნტო არჩევნებში მონაწილეობა. ცალკეული პოლიტიკოსები ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენენ. ორივე ქვეყანას გვაქვს ევროკავშირთან საერთო ინტერესები. ამიტომ, უკრაინის ხელისუფლებამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომ პრობლემები შეექმნას უკრაინა-საქართველოს ურთიერთობას, ეს ეხება სააკაშვილსაც.
მას ჰყავს მეგობრები ზელენსკის გარემოცვაში, მაგრამ ზელენსკის გუნდში ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილს შეუძლია ძალიან რთული მოკავშირე იყოს - ის შენელებული მოქმედების ნაღმივითაა, შეუძლია ხვალ სახიფათო მოწინააღმდეგედ მოგევლინოს. „ახალი ძალების მოძრაობას" 2%-იანი რეიტინგი ჰქონდა, ბარიერი კი 5%-ია. ახლა ბევრად რთული ვითარებაა. მკვეთრად გაიზარდა ზელენსკის¬ გუნდის რეიტინგი და ამ ფონზე სააკაშვილის პარტიას არა აქვს რადაში მოხვედრის შანსი. ამასთან, როგორც გითხარით, არც სააკაშვილს აქვს პარლამენტში მოხვედრის სამართლებრივი საფუძველი, მის პარტიას¬ კი სააკაშვილის გარეშე უფრო ნაკლები შანსი ექნება",- განაცხადა ფესენკომ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოქალაქეობა გასულ კვირას აღუდგინა.