დილიდან კაიროს ქუჩის მოსახლეობამ, სამარშუტო ტაქსებს ავტოფარეხიდან სამუშაო ხაზზე გასვლის საშუალება არ მისცეს. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ტერიტორიაზე რამდენიმე თვეა დაზიანებულია სასმელი წყლის მილები, რის გამოც ონკანში დაბინძურებული წყალი მოდის და ამან რამდენიმე ადამიანის მოწამვლა გამოიწვია.
რაიონის ხელმძღვანელობა პრობლემას ვერ აგვარებს და პასუხისმგებლობას კერძო კომპანიას აკისრებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდება ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.
„არც ტრანსპორტი, არც გზა, არც კანალიზაცია, არც წყალი, 5-ჯერ 10-ჯერ მოიგეს, ფულები შეჭამეს, მაგრამ არავის არაფერი გაუკეთებია. გამოვედით და თუ ახლაც არ მიაქციეს ყურადღება, თუ ზეგაც არ დაიწყეს, მაზეგ ავტობუსებსაც ვკეტავთ, მთლიანად თბილისს დავკეტავთ,“- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.