რეზონანსი
03.06.2019

 დედაქალაქის ნაწილი დილიდან პარალიზებულია. ვიდეო, რომელიც სოცქსელში გავრცელდა, ისნის ტერიტორიაზეა გადაღებული. არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსები არ მოძრაობს და მგზავრები ავტობუსებით ვერ ახერხებენ სრულფასოვნად გადაადგილებას.

ავტობუსებში ისეთი ვირარებაა, მგზავრობა შეუძლებელია, მათი ინფორმაციით, ორთაჭალის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსების ნაწილი გაიფიცა, რის გამოც ავტობუსები გადავსებულია და მგზავრებს საშუალება არ ეძლევათ გადაადგილდნენ.

პრობლემა წარმოშვა იმან, რომ დილის 06:00 საათზე კაიროს ქუჩაზე მდებარე თბილისის მიკროავტობუსების ავტოფარეხიდან სატრანსპორტო საშუალების სამუშაო ხაზებზე გასვლას შეექმნა პრობლემა. ადგილობრივმა მოსახლეობამ გასასვლელი ჩაკეტა კონკრეტული მოთხოვნების საფუძველზე, რომელიც არ უკავშირდება ტრანსპორტის მუშაობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×