რეზონანსი
03.06.2019

 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში მეზობელმა მეზობელი თევზაობისას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა. ინციდენტის შედეგად დაჭრილი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ინციდენტში ბრალდებული პირი კი დაკავებულია. ინციდენტი მეზობლებს შორის ორი დღის წინ მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×